Sunday, 25 November 2018

მე-9დღე

ტრენინგის მე-9 დღეს დავასრულეთ პროექტზე მუშაობა, ავტვირთეთ პროექტი დრაივზე და ლინკით გავაზიარეთ ჩვენს ბლოგზე, გავაკეთეთ პრეზენტაცია ჩვენი პროექტის, მოუსმინეთ კოლეგების პრეზენტაციებს და გავითვალისწინეთ ტრენერის შენიშვნები და რჩვები.დავამატეთ ჩვენს ბლოგს გაჯეტები .

 ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო, გავეცანით ბევრ საინტერესო მასალას , რომელიც სიახლე იყო ჩემთვის , ვფიქრობ,ძალიან ნაყოფიერად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში და განვახორციელებ ბევრ საინტერესო პროექტს, მადლობა ტრენერს საინტრესო და ნაყოფიერი მუშაობისათვის

Saturday, 24 November 2018

მე-8 დღის რეფლექსია

ტრენინგის მერვე დღეს განვიხილეთ მე-7 მოდული ფასილიტაცია ტექნოლოგიებით.
ვიმუშავეთ padlet-ის ნიმუშის შექმნაზე და ჩავაშენეთ ჩვენს ბლოგზე.გავაკეთეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონი და განვათავსეთ პროექტის დამხმარეში

Friday, 23 November 2018

მე-7დღის რეფლექსია

ტრენინგის მეშვიდე დღეს განვიხილეთ მეექვსე მოდული:დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის,შევავსეთ კითხვარი დიფერენცირებული სწავლების შესახებ.ვნახეთ პრეზენტაცია მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ.ვისაუბრეთ რას ნიშნავს თვითრეგულაცია და ვისაუბრეთ როგორ შეიძლება ჩამოვაყალიბოთ მოსწავლეები თვითრეგულირებად მსწავლელებად.ინტელის ვიუვერის ნაწილიდან დავათვალიერეთ და ავირჩიეთ მოსწავლეთა მხარდაჯერის პროექტები,აქედან შევქმენით სსსმ მოსწავლისთვის განკუთვნილი ფორმა და შევინახეთ სასწავლო პროექტის დამხმარეში.ვიმუშავეთ ბლოგზე.

Sunday, 18 November 2018

მეექვსე დღის რეფლექსია

დღეს განვიხილეთ მე-5 მოდული. შევქმენით პრეზენტაცია ჩვენ სასწავლოპროექტზე. ვისაუბრეთ შეფასების სქემებზე. შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის  შეფასების  რუბრიკა და ავტვირთეთ ბლოგზე.
შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები
4
3
2
1
სიდიდეებს შორის დამოკიდებულების გამოსახვა განვრცობა

მოსწავლეს სწორად ესმის პროპორცია და სწორად გამოსახავს სიდიდეებს შორის პროპორციულ დამოკიდებულებებს
მოსწავლეს ნაწილობრივ ესმის პროპორცია და ნაწილობრივ გამოსახავს სიდიდეებს შორის პროპორციულ დამოკიდებულებას
მოსწავლეს ცუდად ესმის პროპორცია ცუდად გამოსახავს სიდიდეებს შორის პროპორციულ დამოკიდებულებას
მოსწავლეს არ ესმის სწორად პროპორცია და ვერ გამოსახავს სიდიდეებს შორის პროპორციულ დამოკიდებულებებს
სივრცული ფიგურების ამოცნობა  აღწერა
მოსწავლე სწორად ამოიცნობს სივრცულ ფიგურებს, უშეცდომოდ ახასიათებს და აღწერს მათ
მოსწავლე ნაწილობრივ ამოიცნობს სივრცულ ფიგურებს და მცირე შეცდომებით ახსიათებს და აღწერს მათ
მოსწავლე ცუდად მოიცნობს სივრცულ ფიგურებს და შეცდომებით ახასიათებს და აღწერს მათ
მოსწავლე ვერ ამოიცნობს სივრცულ ფიგურებს,შეცდომებით ახასიათებს და აღწერს მათ
პრობლემების გადასაჭრელად ინფორმაციის მოპოვება, კლასიფიკაცია, ანალიზი სინთეზი
პრობლემების გადასაჭრელად მოსწავლე ზუსტად მოიპოვებს საჭირო ინფორმაციას, სწორად აკეთებს კლასიფიცირებას და ანალიზს
პრობლემების გადასაჭრელადმოსწავლე უშვებს მცირე უზუსტობას და მცირე შეცდომებით აკეთებს კლასიფიცირებას და ანალიზს
პრობლემების გადასაჭრელად მოსწავლე უშვებს ბევრ შეცდომებს და ასევე შეცდომებით აკეთებს კლასიფიცირებას და ანალიზს
პრობლემების გადასაჭრელად მოსწავლე ვერ მოიპოვებს საჭირო ინფორმაციას, ვერ აკეთებს სწორად კლასიფიცირებას და ანალიზს
პრეზენტაციის ორგანიზება, დიზაინი, გაფორმება და პრეზენტაციის წარმოჩენა საზოგადოების წინაშე


პრეზენტაცია სტრუქტურულად სწორად არის ორგანიზებული,არჩეულია დიზაინი, გაფორმების ელემენტები და დამაჯერებლად წარმოადგენს საზოგადოების წინაშე
სტრუქტურულად არის მცირე უზუსტობები, მთლადკარგად ვერ არის არჩეული დიზაინი და მთლად დამაჯერებლად ვერ წარმოადგენს პრეზენტაციას საზოგადოების წინაშე
სტრუქტურულად არის ბევრი უზუსტობები,ცუდად არის არჩეული დიზაინი და ცუდად წარმოადგენს პრეზენტაციას საზოგადოების წინაშე
პრეზენტაცია არ არის სტრუქტურულად ორგანიზებული,არ არის არჩეული დიზაინი და გაფორმების ელემენტები და დამაჯერებლად ვერ წარმოადგენს საზოგადოების წინაშე

Saturday, 17 November 2018

მე-5 დღე

ვისწავლეთ პეზენტაციის ატვირთვა ბლოგში, გავეცანით  საქართველოს საავტორო უფლებების საიტს, გავაკეთეთ ტესტი საავტორო უფლებების შესახებ, ვნახეთ პრეზენტაცია საავტორო უფლებები შესახებ და პრეზენტაცია სანდო ინფომაციის მოძიებაზე ინტერნეტში. ვნახეთ  მოსწავლეთა სანიმუშო ნამუშევრები, მოვიძიეთ ინფ.ჩვენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისათვის და დავგეგმეთ ამაზე მუშაობა. 

Sunday, 11 November 2018

მეოთხე დღის რეფლრქსია

დღეს გავეცანით სხვადასხვა შეფასების სტრატეგიებს და მეთოდებს, ავირჩიეთ პროექტისათვის შესაბამისი მეთოდები, შევავსე ჩემი პროექტისათვის შეფასების გეგმა, გავაკეთეთ პრეზენტაცია პროექტის, გავიხსენეთ ვორდის დოკუმენტში მუშაობა, ვიმუშავეთ ბლოგზე და დავამზადეთ ბუკლეტი, რომელიც ასევე ავტვირტეთ ბლოგზე.

Saturday, 10 November 2018

მესამე დღის რელექსია

შევედით ncp.ge  საიტზე,მოვძებნეთ სტანდარტები და სტანდარტებიდან გამომდინარე სევარჩიეთ მიზნები, აგრეთვე გავეცანით მიმართულების მიმცემ შეკითხვებს და ვიმუშავეთ წყვილებში. ვიმუშავეთ და ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პროექტისტვის შესაფერისი კითხვები.
რა არის სილამაზე, მათემატიკა და ჰარმონია, რაში ვიყენებთ პროპორციებს.